I ❤ SHOPPING
ხო, ახლა ყველაზე ბაყაყურად უნდა ავლაპარაკდე. სიტყვა შოპინგს ხომ ყველა მოჭუტული თვალებით და ფარული ჩაღიმებით ვამბობთ (თანვე წარმოვიდგენთ რას ვიყიდდით). ჰობი, აუცილებლობა თუ ნარკოტიკი_რაც არ უნდა დავარქვათ, შოპინგის საუკეთესო განმარტებად ერთ-ერთი ამერიკელი ტელეწამყვანის სიტყვები მიმაჩნია:,,ვხარჯავთ ფულს, რომელიც არ გვაქვს, რომ ვიყიდოთ ის რაც არ გვჭირდება".
კურდღლების საფულეზე არ ვღელავ ახლა, მეც ისევე განვისტრესები ხოლმე ფულის ხარჯვისას, როგორც შენ. და ვერც ერთი ვერ ვიაზრებთ რომ ამით მკვლელებიც ვხდებით და თვითმკვლელებიც.
რას იზამდი თუ H&M _ის მაისურს 10 ლარად ნახავდი სადმე, ან ZARA_ ს ჯინსს 20 ლარად? მე დიდიც რომ მქონოდა მაინც ვიყიდდი. GAP_ის ბოდეც ხომ ვიყიდეთ ექვსი თვის ზომა ორი წლის ბავშვისთვის. და როგორი ბედნიერები ვართ ამ დროს. სად არის აქ მკვლელობა?
როცა მე და შენ გამუდმებით ვეძებთ ხარისხიანს იაფად, როცა სულ ,,გვჭირდება" ახალი, ე.ი. არსებობს მოთხოვნა და გვაწვდიან კიდეც. თუ არსებოს ძალიან ბევრი საქონელი და ძალიან იაფად ე.ი. ვიღაც შრომობს შესაბამისად ძალიან ბევრს და ამ ვიღაცას ძალიან ცოტას უხდიან. გაინტერესებს რამდენს?_ ორ დოლარს დღეში, დამწყებისთვის ორი დოლარი ხუთი დღის ხელფასია. ადვილი მისახვედრია როგორია სამუშაო გარემო მათთვის, რომ სამუშაო საათები რვას ბევრად აღემატება და რომ მაღალი ტემპერატურის და ქსოვილების დამუშავებისას გამოყენებული ქიმიკატების გამო მკერავთა უმეტესობა სამუშაო ადგილზე იღუპება. ათასზე მეტი თანამშრომელი დაიღუპა ავარიული სამკერვალოს ჩამონგრევისას ( Rana Plaza https://m.youtube.com/watch?v=bI1vlX7OdLM) . განა არ იცოდნენ რომ შენობა ავარიული იყო, უბრალოდ ბანგლადეშში იყო ქარხანა და თუ კომპანია წარმოებას შეაყოვნებდა ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეფერხდებოდა. ახლა მიმიხვდი ხომ მკვლელობა რატომ ვახსენე?!
თვითმკვლელები კიდევ იმიტომ ვართ, რომ ყველაზე ნატურალური მასალითაც კი, ქსოვილის დამზადებისთვის უამრავი შხამი და სასუქი გამოიყენება, ეს ანადგურებს ბუნებას და ამის გარდა სად მიგვაქვს ყველაფერი რასაც გამუდმებით ვყიდულობთ? საბოლოოდ ხომ მაინც გადავყრით, თუნდაც უკვე კარგად გაცვეთილს. მილიონობით ტონა ტექსტილური ნარჩენია სანაგვეებზე და კიდევ ორასი წელი გააგრძელებს ხრწნას და ჰაერის დაბინძურებას, თუ დღესვე შეწყდება წარმოება. რაც, ცხადია, არ მოხდება. მოდის ინდუსტრიის წლიური ბრუნვა ტრილიონობით დოლარს შეადგენს და ამ დოლარებზე უარს არავინ იტყვის.
გამოსავალი რაა? ეს ყველაზე რთული კითხვაა. თუმცა, პასუხი ძალიან მარტივი აქვს_ გავაქროთ მოთხოვნა. თუ არ მოვითხოვთ ბევრს და იაფად, მწარმოებელს აღარ ექნება მოტივაცია არაადამიანური შრომა აიძულოს დასაქმებულებს, არც სინთეზური ქსოვილების და ჰიბრიდული ბამბის წარმოება იქნება ასე საჭირო.
მოდა აღარ არის ის, რაც თავიდან. უკვე დიდი ხანია შემოქმედება აღარ არის ტანსაცმლის შექმნა. ,,სისხლით ნაკერ " (ზუსტად ამ სიტყვებს ამბობს ერთ-ერთი მკერავი გოგონა) იაფფასიან ტანსაცმელს მხოლოდ იმიტომ ვყიდულობთ, რომ მის შექმნაზე მეტი ფული რეკლამაში იხარჯება.
ამ თვეში რამე ისეთი იყიდე მომავალ თვემდე რომ მოგწონდეს? სულ ადვილად რომ ვერ გაიმეტო ვიღაცისთვის საჩუქრად? ბევრს ვერ დამისახელებ ასეთს. დაბალხარისხიანი ტყავი, იაფფასიანი ჯინსი... ასეთი რამ უბრალოდ ვერ იქნება მოდური. თუმცა, რატომ უნდა ვიდარდოთ მე და შენ ამ წყვილზე, ჩვენი ტანსაცმლის კერვისას რომ დაიმარხნენ შენობის კედლებშიhttps://www.google.ge/search?q=rana+plaza&client=ms-android-samsung&source=android-browser&dcr=0&prmd=ivn&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjIg-Cu8ZvXAhUhQJoKHd6EDMsQ_AUICSgB&biw=360&bih=512#imgrc=C24dTO_PB-v_BM, ადამიანები სულ იღუპებიან, გამუდმებით და ასეც უნდა იყოს. იმის გამო რომ ჩვენ რაოდენობა გვაბედნიერებს არავის უშვებენ შახტაში ან კოსმოსში, ისინი უბრალოდ კერავენ, რაც საერთოდაც არაა მომაკვდინებელი.
ყველაზე მეტი მოგება სწრაფმა მოდამ მოუტანა მოდის ინდუსტრიას, შესაბამისად ყველაზე მეტს ვიხდით იაფფასიან ტანსაცმელში, მაგრამ ეს გვახარებს და ადამიანები გამუდმებით ბედნიერებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. იაფფასიან, ადვილად გადაყრად და ძნელად დაშლად ტანსაცმელზე მეტად ნავთობი აბინძურებს გარემოს (მხოლოდ ნავთობი). ამიტომ არ აქვს ქენჯნის საფუძველი ჩვენს სინდისს.


Comments
Post a Comment