სამოქალაქო პასუხისმგებლობა ანუ გაუჩერე...

ერთი შეხედვით, შესაძლოა, არცისე აშკარაა, თუმცა ჩემი ყველა პოსტით ვცდილობ ცოტა უფრო თბილი და ნათელი გახდეს სამყარო ჩვენს ირგვლივ. ყველაფერი ელემენტარულით იწყება. ის რომ გადასახადებს ვიხდით, ავტობუსში ბილეთს ვიღებთ და არჩევნებზე მივდივართ არ კმარა. არ დავიწყებ ლიტერატურაში მოცემულ მოქალაქეთა სახეებზე საუბარს. მარტივად ვეცდები გაგახსენო ის რაც დიდი ალბათობით ერთხელ მაინც გაგიკეთებია. ან იქნებ ყოველთვის გრძნობდი პასუხისმგებლობას, ადამიანებზე ელემანტარული ზრუნვის ვალდებულებას.

მე შენგან განსხვავებით ვიხსენებ როგორ მორბოდა (თუ სირბილი შეიძლება ეწოდოს) ხელჯოხიანი მოხუცი ავტობუსისთვის რომ მოესწრო. გავიფიქრე ,,10 წუთში მოვა მეორეც'' და თავი მოვაბრუნე. მაშინ პირველ კურსზე ვიყავი. ახლა 4 წელია მას შემდეგ და უზარმაზარი ჩანთით და ბავშვით ხელში მთელი ძალით მივსდევდი 107 ნომერ ავტობუსს. სასაცილო სანახავი ვიყავი ალბათ მგზავრებისთვის, ჩემი უხერხულად მოგდებული პონჩოთი, ქარისგან გაწეწილი თმით, ბავშვით, ჩანთით და წითელი ცხვირით.

მძღოლის იუმორი უფრო მწარე აღმოჩნდა. ას მეტრამდე მარბენინა. გულში ვბრაზობდი ,,დაზადნოს'' მაინცთქო, მივუახლოვდი და ავტობუსი წავიდა. ვერ ვხვდები რა მოხდა. ალბათ მელოდებოდა მძღოლი და მგზავრებს ეჩქარებოდათ, ან პირიქით. ჩემთვის სულ ერთი იყო. ისე ვბრაზობდი. თანაც 107 არ დადის ხშირად. 10 წამიც მეყოფოდა. არსებობს რაიმე მიზეზი, ავტობუსის მგზავრისთვის, რომ 10 წამი გადამწყვეტი იყოს?_ არამგონია.

ჰოდა, გამახსენდა ის მოხუცი. ერთი სიტყვა რომ მეთქვა მძღოლისთვის. მხოლოდ რამდენიმე წამით დალოდება მეთხოვა... იმ მოხუცმაც ჩემსავით ბევრი ირბინა და ჩემგან განსხვავებით ბრაზი კი არა, იმედგაცრუება ჩანდა მის სახეზე.

მიმიხვდი არა სათქმელს?! არავის ევალება დაგვიანებულ მგზავრებზე ზრუნვა. არც ერთი კოდექსი ამას არ ითვალისწინებს. არც ეთიკის ნორმებშია ეს მოთხოვნა. პირიქით, შესაძლოა ნეგატიური დამოკიდებულებაც გამოიწვიო ამით. თუმცა ადამიანურობა, სიყვარული, საზოგადოების წევრობა, ვფიქრობ, გვაიძულებს ვიზრუნოთ ნებისმიერზე. სულ მცირე დისკომფორტი უნდა ავიტანოთ ერთმანეთისთვის.

ასე რომ, უპასუხისმგებლო ხარ, ჩემსავით, თუ ამაო გარჯისთვის და იმედგაცრუებისთვის იმეტებ ადამიანს, მხოლოდ იმიტომ რომ დაგეზარა (,,გაგიტყდა'') გეთქვა _,,გაუჩერე''.

Comments

  1. ალბათ შენც გქონია მსგავსი შემთხვევა და იმიტომ:)♡♡

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts