მთვრალი პოსტი

ეს პოსტი ალკოჰოლიზმის პრობლემას არ ეხება. კონკრეტულად არც არაფერს ეხება, ანუ ყველაფერზეა. ანუ მთვრალია.

ჩემმა ერთ-ერთმა მკითხველმა მისაყვედურა, არცისეცხოვრებისეული პოსტებიაო. ბიჭია, მიხვდი ალბათ. ჰოდა რა უნდა იყოს უფულობაზე ცხოვრებისეული?!

მე ის ვარ ვისაც არასდროს არ აქვს ფული და ვინც ყველაზე მეტს ხარჯავს. გული მიგრძნობს, არც შენ განსხვავდები დიდად ჩემგან. თუ ვცდები ე.ი. ვრცელი პოსტი უნდა დამიწერო სახელწოდებით ,,როგორ ვხარჯოთ რომ არ გაგვითავდეს''.  მანამდე ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებ...

ამბობენ ,,ურემი რომ გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო''. რატომღაც ბევრს ეს გაფრთხილება ჰგონია. არადა წინაპრებმა დაგვიტოვეს სწორი გზის პოვნის ყველაზე სახალისო და ეფექტური მეთოდი. რამდენიც არ უნდა განსაჯო წინასწარ შეცდომის რისკს ვერ გამორიცხავ. ამიტომ თავქვე უნდა მიუშვა შენი ურემი ხრიალით და ბრახუნით იპოვის გზას ან გადაბრუნდება. გადაბრუნდება და უკვე გზაც გაქვს და მიზანიც. ცოტა გაისარჯო უნდა ურემი რომ გადმოაბრუნო და ისევ სწრაფად შეუყენო გზას. მთავარია სულ წინ იარო და იცოდე საით მიდიხარ.

რა შუაშიაო ურემი ფულთანო ნუ მეტყვი. ეს ხომ აშკარა მინიშნებაა. თუ ძალიან მოგწონს რამე, მაგალითად ბაროკოს სტილის მოჩუქურთმებული ავეჯი და უცებ გაიგებ რომ მესამედ ფასად იყიდება. აუცილებლად უნდა იყიდო. მერე რა თუ საფულეში მხოლოდ 13 ლარი და 85 თეთრი გაქვს. მთავარია ნამდვილად გინდიდეს, ,,როცა რაღაც ძალიან გინდა თითქოს მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში''(პაოლო კოელიო ,,ალქიმიკოსი'').  ჰოდა მერე რაა, თუ ასე მიშვებული ურემი ამოტრიალდა და აღმოჩნდი ბაროკოს სავარძელში 2000$-იანი სესხით. სურვილი ხომ შეისრულე და ურემსაც გადმოაბრუნებ, მითუმეტეს თუ მთელი სამყარო (დაიკო, მისი ქმარი,ძამიკო და შენი ქმარი) გეხმარება.

აი, სიმთვრალით გამართლებული ჩემი ათასჯერ გამოცდილი და საყვარელი ლოგიკა. არ ღირს უფულობის გამო რამეზე თქვა უარი. უბრალოდ მიზანი არ უნდა იყოს მარტივი ან სამარცხვინო.

დასასრულს, ამ პოსტში არაფერია აზარტისკენ ან ეგოიზმისკენ რომ გითითებდეს. მე ვეცადე თანადგომის იმედი გამეჩინა შენს გულში, შემეხსენებინა,სურვილის სიძლიერის პროპორციულად რომ უნდა გაზარდო რისკი და მონდომება. ზოგჯერ ყველაზე სულელური და უაზრო რისკი ყველაზე დიდ სიამოვნებას გგვრის,დაა მაშინ ყველაზე უკედ გრძნობ როგორი უცნაური, სახალისო, მარტივი და ამოუცნობია ცხოვრება.


Comments

  1. მართალია,არც ისე განვსხვავდები შენგან )) შეიძლება ითქვას უარესიც ვარ...
    ამ 'სიმთვრალეში' კი სრულიად გეთანხმები .

    ReplyDelete
    Replies
    1. :) ♡♡ miyvars me mflangvelebi,ro ician ra abednierebt da araferi rom. ar enanebat am bednierebistvis:)

      Delete
  2. თიკო, ძალიან მიხარია შენი ბლოგერობა. პატარაობიდანვე შენი განსხვავებული და გამორჩეული წერის სტილი გქონდა. მიხარია, რომ აგრძელებ წერას ასე აქტიურად. ერთი ამოსუნთქვით იკითხება შენი ნაწერები. რაც მთავარია ყოველთვის გულწრფელი ხარ. ასე გააგრძელე ჩემო კარგო, უხარია შენს ყოფილ მასწავლებელს თავისი წარმატებული მოსწავლის წარმატებები <3 გეპატიჟებით კლუბში სტუმრად მომავალ თაობასთან.

    ReplyDelete
    Replies
    1. აი მე როგორ მიხარია რომ ამდენი წლის მერე ჩემი ნასწავლეველი ყოველთვის იცლის ჩემთვის და ჩემი ნაწერებისთვის♡♡ სიამოვნებით ვიღებ მოწვევას:)

      Delete
  3. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  4. თიკო, რა გემრიელი წასაკითხია. საინტერესო, და თან სასარგებლო. ასე გააგრძელე, კარგი გოგო ხარ❤

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა ძვირფასო♡♡მიხარია რომ კითხულობ

      Delete

Post a Comment

Popular Posts