დასაწყისისთვის
მე თინა ვარ, შენ კი კითხულობ ბლოგს რომლის მიზანიცაა დაგეხმაროს გარკვეული პრობლემების გადაჭრაში, ან გაფერმკრთალებაში მაინც. იქნებ თავიდანაც აგაცილოს წვრილმანი უსიამოვნებები, რომლებიც დიდი მიზნისკენ მიმავალ გზას გირთულებენ.
ასე რომ, ვაპირებ გიამბო წმინდა ადამიანურ პრობლემებზე_ ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებულ წვრილმან პრობლემებზე, რომელთა არსეობაც ბედნიერების შეგრძნებას ამცირებს, ნაკლებსერიოზულ ძალადობაზე, რაც მხოლოდ პრელუდიაა და უფრო ღრმა პროლემის მოახლოებაზე მეტყველებს, ასევე თანაგრძნობისა და თანადგომის ნაკლებობაზე, მინდა ისეთი პრობლემებიც გაჩვენო, რომელთა არსებობაც საერთოდ არ შეგიმჩნევია, რომლებთან კავშირსაც ვერ ხედავდი აქამდე და ისევ გაჩვენო რომ ბაყაყს მაინც შეგიძლია მაჯობო...
როგორ ვაპირებ შენს დახმარეას? - 15 წლის წინ მოვისმინე იგავი ,,კურდღლები და ბაყაყები'', სადაც სასოწარკვეთილ კურდღლებს ცხოვრების ხალისი დაუბრუნა მათზე უფრო დაუცველი და მშიშარა არსებების_ ბაყაყების ნახვამ. მაშინ მივხვდი რომ გულწრფელობა ყველაზე საჭიროა ჩვენთვის. ამიტომ ჩემს გრძნობებს და მდგომარეობას შელამაზების გარეშე აღვწერ. ვფიქრობ, ასე მიხვდები, რომ უნაკლოდ და სრულყოფილად არავინ ცხოვრობს და შენი ცხოვრებაც უფრო ნათელი მოეჩვენება, თანაც გექნება არასწორი გზების მაგალითები და შეძლებ უფრო მალე იპოვო სწორი გზა, იქნებ გამოსავალიც კი გაპოვნინო.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ვფიქრობ რომ ჩემი ბლოგი იმუშავებს შურია. ცუდია,უკეთეს სიტყვას რომ ვერ ვპოულობ გრძნობის ასახსნელად. რომელიც მეუფლება როცა ვხედავ ლამაზ გოგოს გვერდით რომ მოგრძოთმიანი ბიჭი მიჰყვება, კედებში და ჯინსის მოსაცმელში.
ეს გრძნობა თბილი ღიმილით იწყება და მტკივნეული ჩაღიმებით მთავრდება... იმიტომ რომ ჩემი ქმარი არ ატარებს გრძელ თმას და კედებს, არც ჯინსის ქურთუკი აქვს. და უკვე 9 თვეა არ ჩავხუტებივარ, მისი ამოსუნთქვა მენატრება. ხოდა ვამბობ შურიანი ვარ. თუმცა არ ვგრძნობ ,,მწუხარებას სხვისსა სიკეთესა ზედა''. თეთრია თუ შავი, შური შურია და გულს მწარედ ჩხვეტს.
მინდა რაც შეიძლება იშვიათად გიჩხვლიტოს შურმა. ასე რომ ამ ბლოგში მე ვიქნები ,,ბაყაყი'' რომლის დანახვაც ,თუ შენც ჩემნაირი შურიანი ხარ, ისევე შეგმატებს თვითშეფასებას და საკუთარი თავის რწმენას, ისევე გაგიღიავებს სამყაროს, როგორც კურდღლებს იგავიდან. დაგარწმუნებს, რომ პრობლემები, რომლებიც გაქვს და გექნება ჩვეულებრივი, ცხოვრების შეუცვლლი ელემენტია და თავად ცხივრებაა. მიხვდები, რომ პატარა უსამოვნებებზე წუწუნში არ ღირს დღეების გაფლანგვა,ისინი მხოლოდ პაწაწინა მატლია დიდ წითელ და გემრიელ ვაშლში.
ძვირფასო შურიანო, ან უფრო ზუსტად, ზედმეტად მგრძნობიარევ, გთავაზობ სრულიად გულწრფელ, შეუფერავ ისტორიებს და რჩევებს ცხოვრებისეულ პრობლემებსა და მტკივნეულ თემებზე, ისეთებზე, რომლებსაც დაქალებსაც კი ცოტათი მაინც შევულამაზებთ ხოლმე.
P.S. თუ შენი ცხოვრება უნაკლოა და მხოლოდ პოზიტივითაა სავსე, დაე დიდ ხანს იყოს ასე. ჩვენ რომ სულ გვქონდეს შურის მიზეზი და მუდამ ტონუსში ვიყოთ. ჩემი ბლოგი მხოლოდ საკუთარი სრულყოფილებით უფრო გაცხოველებით ტკბობაში თუ დაგეხმარება.


მოდი ასე დავიწყებ... საუკეთესო ბაყაყუნა ვისაც კი ვიცნობ :* მინდოდა ცალცალკე გამოვხმაურებოდი შენს უდავოდ გულწრფელ, თითქოს ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ პოსტებს(ბევრი ალბათ ასეც აღიქვამს) მაგრამ მე დამაფიქრა და გადაწვყვეტილებისკენ წამიყვანა რაზეც ერთი თვეა ვფიქრობ და საკუთარ თავთან ჭიდილში წამართვა მთელი ღამეები...
ReplyDeleteმიუხედავად იმისა,რომ არ გამომიცდია ქორწილის სამზადისი, სტუმრების შერჩევის პროცესი, არ ვიცი პირველი
მიუხედავათ იმისა რომ სრულად არ ატვირთულა კომენტარი (აუცილებლად ველოდები გაგრძელებას) ვერ ვფარავ სიხარულს, ზოგადად რომ აზრის გამოთქმა მოუნდა ვინმეს მახარებს და მითუმეტეს მიხარია რომ ასეთი კარგი მკითხველი აღმომაჩნდი 💜💜
Deleteმიუხედავად იმისა, რომ არ გამომიცდია ქორწილის სამზადისი, სტუმრების შერჩევის პროცესი და არც პირველი კამათი,სრულიად გეთანხმები და აღფრთოვანებული ვარ შენით. როგორც წესი ქორწილის სამზადისისას არსებული ათასი წვრილმანი, რომლის გაუთვალისწინებლობა შემდგომ როგორც წესი პრობლემად იქცევა, უკეთეს შემთხვევაში კი „ახალი ცხოვრების მოთვალთვალე ვიდეოს“ ნახვისას გახსენდება და გულის წყვეტას იწვევს, და მიუხედავად იმისა რომ უახლოეს მომავალშიდაც არ მომიწევს ამაზე ზრუნვა, მაინც ბევრჯერ მიფიქრია რა და როგორ. დღე დედოფლობის, განსაკუთრებულობისა და სრულყოფილების მაინც ბევრჯერ წარმოსახულა ჩემს ფიქრებში და საკუთარი მე-ს საპატიო ეგოისტობა ზენიტში ასულა.
ReplyDeleteჰმჰ, მეგონა მარტო ჩემს ოცნებებში აისახებოდა ეტლი თუკი ზაფხულია და ლიმუზინი დიდ თოვლში პირველ ვარიანტში ჩოხაში გამოწყობილი „ოჯახის ბურჯი“ და მეორეში სმოკინგში (სიდედრი უკვე შეგუებული იმ აზრს რომ ნაკლები ხარჯის გაწევა არც თვითონ მოუწევს) შენ კი ჯერ კიდევ გამოუცდელი და ღრუბლებში მოფარფატე, რეალობის მცოდნე და მაინც მეოცნებე საკუთარ თავს ირწმუნებ რომ სულაც არაა საჭირო მშობლები გარიო, უბრალოდ დადექი მყარად ფეხზე; ეს ფიქრები აუცილებელიცაა და შეძლებისამებრ განსახორციელებელიც.
მაგრამ, განა „ეგოისტი მე“ მომავალი თანამეცხედრის გარეგნობაზე ისე ვდარდობ როგორც საკუთარზე... თეთრი კაბა რომელიც ზოგჯერ სიძე-რძალზე მეტი განხილვის საგანია მახსოვს პატარა რომ ვიყავი და კომპიუტერს მივუჯდებოდი გავხსნიდი ამ დალოცვილ google-ს და ჩავწერდი ფრთილად კაბები, სადედოფლო კაბები, პატარძლები, მერე ცოტა ინგლისურიც ვისწავლე(სკოლამ ესეც არ მარგუნა) და wedding dress-ებსაც სიამაყით „ჩავაკლიკებდი“. ახლაც თავისუფალ დროს ვზივარ და ანალოგიურს ვაკეთებ :/ და მაინც ვერ ჩამომიყალიბდა ეს ამ ბოლო დროს არეულ-დარეული გონება. ახსნასაც მაშინვე ვპოულობ: შენ მხოლოდ ათვალიერებ, არჩევანი არ გჭირდება, შეგიძლია იოცნებო ყველაფერზე რაც მოგესურვება რა ბედნიერებაა არა ოცნება?!
დადგება ეს დღეც და იწყებ ფიქრს... ოჰ რამდენი გჭირდება. გიღირს კი ამდენი სრულყოფილებისათვის? ან გიღირს კი ეს დღე შენი ოცნებების დასამსხვრევად? ანუ შეუსაბამე ყველაფერი ფინანსებს და უმრავლეს შემთხვევაში ხარჯების შემცირება იწყება ქორწილის უთავრესი ობიექტებიდან : სიძე-პატარძალი!!! შეცდომაა ეს!!! არ გინდათ ვითომ კეთილის მოსურნე მხოლოდ ლხინისა და ჭირის სუფრაზე მომავალი ნათესავები, მხოლოდ სუფრისთვის მომავალი რამდენიმე მეზობელი მაინც, ჩხიკვის მამიდები და ყვავის დეიდები და იყავით ლამაზები, იბრწყინეთ და დაიტოვეთ ყველაზე ტკბილ მოგონებად ეს დღე. ადამიანს ყოველგვარი ჭვრილმანის დამახსოვრება, მაშინ როცა შენში ემოციები მძლავრობს( და ქორწილის დღეც ემოციების ბუმია) ძალიან უჭირს. ამიტომაა შენს გვერდით საჭირო პროფესიონალები, რომ აღბეჭდონ ის რაც შენს თვალს გამორჩა ან უბრალოდ ყურადგება არ მიაქციე,ამ დროს ყველაზე საინტერესოს. აღგბეჭდოს შენ, ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად(ვისურვოთ) უნაკლო დედოფალი.
ჩემო ბაყაყუნა... ნახე მეც ვარ ერთ-ერთი,ვინც ფიქრობს რომ ქორწილის ღამე მამაპაპურად არ დასრულდება, თუკი შენ დედოფლობ, თუკი შენ შენს საყვარელ და ულამაზეს მეუღლეს მუდმივ და კარგ კომპანიონობას უწევ, არ მგონია ისეთი მაგარი იყო რომ დაღლამ თავი არ შეგახსენოს და საყვარელი ადამიანის მხარზე არ მიგაძინოს.
Deleteადამიანს, განსაკუთრებით გოგონას, რომელსაც თავიდანვე გაანალიზებული აქვს სად გადის ზღვარი ოცნებასა და რეალობას შორის, ვფიქრობ არ უნდა გაუჭირდეს ცხოვრების გაგრძელება მაინც უცხო ოჯახის წევრებთან, რომელსაც ტავისი ტრადიციები და ცხოვრების სტილი აქვს. მითუმეტეს რომ დედაზე არანაკლებად ტკბილი ქმრის დედა და შემდგომ შენი უფროსი მეგობარი დაგხვდება. როგორ არ მიყვარს სიტყვა დედამთილი, რატომღაც ცუდთან ასოცირდება ჩემთვის და როგორ გაგიმართლებს თუკი ის ახალგაზრდაა თუმცა მაინც მთავარი პიროვნულობაა და მაინც ვთვლი რომ კარგს ვერ დაიმსახურებ თუკი თვითონაც კარგი არ ხარ ამ ურთიერთობებში, რომელიც უპირველესად მეუღლიდან იწყება. სწორად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებზე მყარდება რძალ-დედამთილური ურთიერთგაგებაც
კამათიო... დაქალის ფენომენიო... დაქალი... არა მაინც როგორი სიტყვაა. დიდად არასდროს მხვდებოდა თვალში. საუკეთესო მეგობარი...რა ზნელია არა დღევანდელობაში პოვნა? მითუმეტეს ისეთის რომელიც დაჯდება და უბრალოდ გულისყურით მოგისმენს და ბოლოს იმედიანად გეტყვის: „ყველაფერი მოგვარდება ჩემო საყვარელო, აი ნახავ.“ და ბედნიერი და რაღაცნაირად დამშვიდებული გულის მოოხებითა და მისი სიტყვებით ჩაეხუტები, იქნებ ბედნიერება გერგოს და ყელშიც გაკოცნინოს ჩვენ ხომ ზოგჯერ მისგან „სიბრძნის ფრქვევა“ კიარა უბრალოდ მოსმენა გვჭირდება და ამას ზოგჯერ თვითონაც ვერ ვხვდებით.აბა რისთვის არსებობს დაქალი ჩვენს უთქმელად თუ ეს არ გაიგო, მაგრამ მაინც არ აქვს უფლება სხვის ცხოვრებაში ჩაერიოს და მეგობარს რადიკალური ზომებისგენ უბიძგოს. ჩვენ ხშირად ვპატიობთ საყვარელ ადამიანს, მაგრამ სხვა ნაკლებად. ისე მუშტის შეკვრა თუ შველიდაა... :დ ამასაც მოვახერხებთ... გამოცდილებაა ყველაფერიო :*
მგონი თავიც შეგაწყინე და ბოლოს მინდა თანამდებობა ჩამოგართვა. ბაყაყის ადგილს მე ვისაკუთრებ თიკო. მე შენი შემშურდა. შენი გულახდილობის შემშურდა. ალბათ ვერასდროს გავბედავდი ჩემი ტკბილი თუ მწარე პირადი გამოცდილება ასე საჯარო გამეხადა და სხვისთვის გამეზიარებინა.ყოჩაღ!!!
იქნებ ბევრმა ნახოს და შევარდისფერებული წარმოდგენები ცოტა გაუუფერულონ მაგრამ არა მთლიანად არის ამაში რაღაც საინტერესო. უოცნებო ცხოვრება ერთფეროვნებისკენ მიმავალი გზაა.ასე ვფიქრობ მე.
ყოჩაღ!!! ახალგაზრდა ულამაზესი, უნიჭიერესი გოგონა საყვარელი ადამიანის გარეშე, რომელმაც ყველა დიდი თუ პრობლემა მასთან და მისით უნდა გადააგოროს.საოცრება ხარ :*
მიყვარდა შენი საუბრის მოსმენა და შემიყვარდა შენი ბლოგების კითხვა. უკვე მეოთხედ წავიკითხე
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteუბრალოდ მართლა არ შემეძლო არ მეპასუხა.წარმატებები შენ და შენს ბლოგს :*
ReplyDelete♡♡♡♡♡
Deleteსასიამოვნოა როცა შენი ემოცია ასეთი გადამდები და ფასეული აღმოჩნდება სხვისთვის, მადლობა დროსთვის,მე და ჩემ ბლოგს რომ დაგვითმე,სითბოსთვის და გულწრფელობისთვის♡♡
ReplyDeleteიმდენად შთამბეჭდავია შენი პოსტები რამდენადაც შენი ღიმილი და ულამაზესი შავი თვალები, უდაოდ არაჩვეულებრივია ყველა პოსტი და შენც ზალიან გიხდება ბაყაყის როლი, არაამქვეყნიურად ნიჭიერი ხარ, შენი ნიჭი მრავალმხრივია და მე ერთ-ერთი მხარე განსაკუთრებითვმიყვარს შენსვნიჭიერებაში, აი ის ყველას გულები რომ ესე შეგიზლია გაათბო, სულ ქვაცრომ იყოს შენი ღიმილის დანახვისას ისიც გათბება და თუ ღიმილს ერთ-ორ სიტყვას მიაყოლებ კიდევ უფრო დიდხანს გაყვება ეს სითბო, ჰოდა მრავალმხრივ ნიჭიერო და თბილო ბაყაყო არასდროს შეწყვიტო წერა და ღიმილი 💋
ReplyDelete