დედა_დედამთილი?
ნებისმიერი ურთიერთობა მიმართვით იწყება, მიმართვაზეა დამოკიდებული როგორ ატმოსფეროს შევქმნით. მითუმეტეს თუ საქმე ოჯახის წევრებს ეხება, უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად დადებითი განწყობა შევინარჩუნოთ.ბევრს მიაჩნია, რომ მიმართვის ფორმა დედამთილ-მამამთილისადმი დიდი ხანია აღარ საჭიროებს განხილვას. იმის მიხედვით, რამდენად თავაზიანი რძალი ხარ და რამდენად უშუალო ურთიერთობა გაქვს მიმართვისას იყენებ სახელს, ან ქალბატონს/ბატონს + სახელი.
რამდენიმე თაობით უკან რომ გადავინაცვლოთ დედამთილს და ზოგჯერ მამამთილსაც უპირობოდ დედ-მამა უნდა უწოდო. არადა დედა ერთიაო გვასწავლიდნენ.
საერთოდ რატომ უნდა ვუწოდოთ დედა ქმრის დედას? იმიტომ რომ ქმარი ჩვენი მეორე ნახევარია, ჩვენ ვიზიარებთ მის ყველაფერს და ყველასაც, ამიტომ. არცისე სუსტი არგუმენტია, არა?!
საერთოდ რატომ უნდა ვუწოდოთ დედა ქმრის დედას? იმიტომ რომ ქმარი ჩვენი მეორე ნახევარია, ჩვენ ვიზიარებთ მის ყველაფერს და ყველასაც, ამიტომ. არცისე სუსტი არგუმენტია, არა?!
ისე კი, არ ღირს ამ საკითხის ზოგადად გადაწყვეტა. ეს ის თემაა, რომელიც საზოგადოების აზრით არ უნდა განსაჯო. თუ შენი დედამთილი უბრალო, პროვინციელი ქალია, შიგადაშიგ შვილად მოგიხსენიებს და ძალიან უნდა დედას ეძახდე (მისთვის ეს დასტურია კარგი დედამთილობის) ვფიქრობ კომპლექსი უნდა მოიხსნა...
სანამ გადაწყვეტ როგორ მიმართო მეუღლის მშობლებს რამდენიმე საკითხზე ღირს ყურადღების გამახვილება:
სანამ გადაწყვეტ როგორ მიმართო მეუღლის მშობლებს რამდენიმე საკითხზე ღირს ყურადღების გამახვილება:
- პირველი და უმთავრესი _რაც უფრო თბილია ურთიერთობები, მით მეტი მიზეზია ბედნიერებისთვის;
- როგორ მოგმართავენ თავად;
- როგორ მიმართავენ შვილები (თუ ყველა სახელით მიმართავს შენი ,,დედა'' ზედმეტად ხელოვნური იქნება);
- რა ასაკის არიან (როგორი გახსნილი ურთიერთობაც არ უნდა გქონდეს აუცილებლად გექნება მომენტი, როცა 70 წლის მოხუცისთვის სახელით მიმართვა უხერხულობას შეგიქმნის);
- ერთ სახლში უნდა იცხოვროთ თუ ცალ-ცალკე;
- მთელი ცხოვრება ,,-ისა-თი '' ,,-რაა და-თი'' და ჩახველებით ვერ დაიწყებ დიალოგს;
- რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის დედამთილ-მამამთილის აზრი;
- რამდენად შეგაწუხებს შენი ტოლი გოგონების გაოცებული და ზოგჯერ ირონიული მზერა.
თუ ფიქრობ რომ ეს პრობლემა ამდენ განხილვას არ იმსახურებს, გეტყვი, რომ 20 წლის და 32 წლის რძლებსაც კი უკითხავთ ჩემთვის როგორ მივმართავ დედამთილს, რა შავდება იმით რომ თავად დედას ვერ ეძახის და ა.შ.
ჩემი მწირი ფსიქოლოგიური განათლებით ვიცი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მიმართვის ფორმას. განათლებაც არაა საჭირო. ყველას გვქონია შემთხვევა, როცა არასასურველი ფორმით მოუმართავთ. მაშინვე გვიფუჭდება განწყობაც და დამოკიდებულებაც იმ ადამიანის მიმართ.
თუ დედამთილი და მამამთილი შენი ოჯახის წევრად მიგაჩნია (უდავოდ ასეცაა) მათ განწყობაზე და ჰარმონიულ ურთიერთობაზე ზრუნვა სწორედ მიმართვით უნდა დაიწყო.
შეგიძლია ტონი შეარბილო, სახელის კნინობით-ალერსობითი ფორმა გამოიყენო ან დედა დაუძახო. მითუმეტეს თუ შენს მიმართაც სითბოს და მზრუნველობას გამოხატავს.
მამამთილთან დაკავშირებით ცოტა რთულია სითბოს მიმართვის ფორმით გამოხატვა. მაგრამ ასაკიანი მამაკაცების არცისე მცირე ნაწილი ბავშვივით მგრძნობიარეა და ღირს მათი გახარება, მითუმეტეს თუ ეს ერთი სიტყვით შეგიძლია.

ალბათ ბევრია დამოკიდებული იმ ადამიანებზე ვინც ახალ ოჯახში დაგხვდებიან, თუმცა არასწორად მიმაჩნია დედამთილს დედა დაუძახო.
ReplyDeleteარ ვიცი, შეიძლება ჩემი მოსაზრება მცდარია ,თუმცა ვერასდროს დავუძახებ დედას.
რადგან დედა ერთი მყავს და მას დედამთილი ვერასდროს შეცვლის.