ბრაზი

აუტანელი და ნერვების მომშლელი გრძნობა. სხვაზე თუ ხარ გაბრაზებული კიდევ არაუშავს. საკუთარ თავს რას უზამ, ათასჯერაც რომ გამოლანძღო თავსაც კი არ გაიმართლებს.

რა უნდა ქნა თუ ხელმძღვანელი, დეფექტური პირის აპარატით, სრულიად დაუმსახურებლად გიყვირის. ამ დროს უხერხული, ყოვლად უადგილო და სულელური ღიმილი გაქვს აკრული სახეზე. ის კიდევ აგრძელებს შენს დამცირებას (შენი უსუსურობით გაგულისებული).

ასეთი აუტანელი მდგომარეობიდან თავის დასაძვრენად ზოგი გაბედულად ეპასუხება და თავის ადგილს მიუჩენს ფსიქოლოგიურ მოძალადეს. ზოგიერთი, რა თქმა უნდა გოგონები, ცრემლების ფრქვევასაც კი იწყებს (ვერ ვიტან ასეთ ტიპებს) ეს მეორე უკიდურესობა.

მაგრამ რა უნდა ქნა თუ გონს მაშინ მოეგე, როცა დიდსულოვნად ითმინე  ნახევარსაათიანი დამცირება, უკვე შენს საყვარელ სავარძელში წევხარ ოთხად მოკეცილი და თავს ნამდვილ იდიოტად გრძნობ?!

სამაგიერო უნდა გადაუხადო. დაწვრილებით გაიხსენე მისი სიტყვები. მიუხედავად ზემაღალი განათლებისა, აუცილებლად იტყოდა რამე სისულელეს. ბრაზი აზროვნებას ხელს უშლის.

მერე თანამშრომლებს უამბე, სრული თავდაჯერებით ნათქვამ ,,მკერდით კვებაზე'' რომ გაგეღიმა და ამიტომ გაცოფდა. შურისძიება სამართლიანი იქნება  სულ ტყუილი რომ მიაბრალო, ანჩხლი უფროსი შენსავით ეჯავრება ყველას და სიმართლის გარკვევას არ დაიწყებენ.

მთავარი რჩევებია:


  1. ნუ გამოიყენებ მის ფიზიკურ ნაკლს, ნურც დორბლებზე გაამახვილებ ყურადღებას. ეს სულმდაბლობა ისევ შენ დაგამცირებს.
  2. თუ ტყუილი უნდა მოიფიქრო მხოლოდ მომენტალური შეცდომა შეურჩიე, გრამატიკული ან რამე უწყინარი, მაგრამ სასაცილო შეცდომა.
  3. როცა მასზე ისაუბრებ უნდა იღიმოდე. ბრაზი არ შეიმჩნიო.
  4.  ყოველ შეხვედრაზე პატივისცემით მიესალმე და ოდნავ შესამჩნევად ირონიულად ჩაიღიმე (წარმოუდგენლად სასიამოვნოა :)).
ხშირად ჩვენი ბრაზის ობიექტი სხვა ადამიანია. უფრო სწორად ის, ვინც ძალიან გვიყვარს. გვაბრაზებს მისი გაღიმება, როცა ნაყინი გვივარდება ხელიდან, მაშინაც ვბრაზობთ როცა მთელი დღე _ანუ 10 წუთზე მეტი თავის ძმაკაცს ეჭორავება (მითუმეტეს თუ ეს ,,ძმაკაცი'' გოგოა). უფრო სერიოზული მიზეზებიც არსებობს გაბრაზებისთვის. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ მიზეზებიდან ზოგიერთი ნამდვილად გულს გვტკენს, ზოგი კი უბრალოდ გაბრაზების  აღიარებული საბაბია. ამიტომ მგონია, რომ აუცილებლად უნდა გაიაზრო რა გტკენს შენ გულს. ყოველთვის ხმამაღლა გამოხატე შენი გრძნობები და დამოკიდებულება. სხვების აზრის გამო ნუ გაირთულებ ცხოვრებას... ის ხო სხვაა :) რაც ნაკლები ბრაზია მით მეტი ღიმილი ანუ სიხარულია. და ბუტიები სულაც არ არიან ისეთი საყვარლები თავი რომ ჰგონიათ.




Comments

  1. ბუტიები სულაც არ არიან საყვარლები, როგორც მათ ჰგონიათ <3 გაბაზება ერთ-ერთი ნეგატიური რამ არის, რასაც ადამიანი ავლენს <3 კარგია<#

    ReplyDelete
    Replies
    1. This comment has been removed by the author.

      Delete
  2. ჰოო საყვარელო,მეც მაგის თქმას ვცდილობ♡♡

    ReplyDelete
  3. სავსებით გეთანხმებიი ,არ ღირს ბრაზს უფლება მივცეთ ცხოვრება დაგვიმძიმოს და გაგვირთულოს :*

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts